ალეკო ელისაშვილი: ჩვენ პარტიას გულწრფელად გვინდა, რომ ქართული ოცნება დავამარცხოთ

ქართულ ოცნებას დედაქალაქში და 22 ავტორიტარული მაჟორიტარის შერჩევა ძალიან უჭირს

“ჩვენ პარტიას გულწრფელად გვინდა, რომ ქართული ოცნება დავამარცხოთ, ოღონდ არჩევნების გზით, დანარჩენი სხვა გზა მიუღებელია. ჩვენ ქართული ოცნების დამარცხება სიძულვილის გამო კი არ გვინდა, ან ნებისმიერ ფასად კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა “ოცნების” დამარცხება და გვინდა უკეთესი საქართველო.

ამისთვის ვიბრძვით, ბიძინა ივანიშვილის სიძულვილი კი არ გვამოძრავებს, არამედ საქართველოს სიყვარული გვამოძრავებს და გვინდა, რომ ქართული ოცნება არჩევნებში დამარცხდეს და ეს ქვეყანა წინ წავიდეს”,- აცხადებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი ISFED-ზე: ლამის გადააყირავეს ქვეყანა
შემდეგი სტატიაწულუკიანი – მობილიზება გვექნება, რომ გიორგი გახარიას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს ჩვენი კომიტეტისგან და ჩემგან