ალეკო ელისაშვილი: “ჩემი ყოყმანი დამთავრდა, მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე, მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს”

“ჩემი ყოყმანი დამთავრდა, მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე, მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს. ამ ადამიანების პოზიცია იყო ეს, მე მათ გვერდით ვდგავარ და ამ ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ.

ეს ხალხი იძახდა, რომ მოდი, ვიმსჯელოთ, ეს მოდი ვიმსჯელოთ, რატომღაც ჯოჯოხეთია ჩვენ ერში. რა გადხა, რომ დავსხდეთ. კი ბატონო, შენ არ მოგწონს, მეც შინაგანად ხან ვეთანხმებოდი, ხან არა, ხან მეგონა სწორი იყო და ხან არ მეგონა. პოლიტსაბჭოზეც ყველა მხარეს ვუსმენდი. ახლა კი ვარ ამ პოზიციაზე, ის ხალხი, ვინც არიან ციხეში, არიან ჩემი პოლიტიკური პარტნიორები, მჯერა, არ მჯერა, მორჩა, გათავდა, მე შევალ ამ ბრძოლაში, აბსოლუტურად წაგებულიც, რომ იყოს, მაინც შევალ, რადგან ეს ხალხი ამ პოზიციაზე იდგა,-ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: თინა ხიდაშელმა შეუშვა რუსების ოფიციალური აგენტი ტრისტან წითელაშვილი თბილისის დაცვისთვის მთებში აშენებული საიდუმლო ზღუდის დასათვალიერებლად და გადასაღებად
შემდეგი სტატიაუიკერი: რუსეთთან პარტნიორობის კულტივირებით ოცნებამ ქვეყნის ევროინტეგრაცია შეაჩერა