ალეკო ელისაშვილი : “ბოდიში უნდა მოიხადოს და დატოვოს ეს თანამდებობა”

თბილისის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი დედაქალაქის მერს გადადგომისკენ მოუწოდებს. მისი თქმით დავით ნარმანიამ მოქალაქეებს ბოდიში უნდა მოუხადოს და გადადგეს, რადგან მან 2 წლის განმავლიობაში ამ თანამდებობაზე ყოფნისას თავი მხოლოდ მოქალაქის ლანძღვით გამოიჩინა:
“უბრალოდ შეუძლებელია, უბრალოდ უხერხულია დავით ნარმანიას თბილისის მერის თანამდებობაზე დარჩენა. ადამიანი, რომელიც 2 წელის თავს ვერაფერს აბამდა, ვერაფერს ვერ აკეთებდა ამას კიდევ ვითმენდით და გუშნი საკუთარ კაბინეტში გაყოყოჩებული მაამებლებით გარშემორტყმული უცბად ძველ ბიჭად და უზრდელადაც მოგვევლინა და ახალგაზრდა გულანთებულ სტუდენტს აყენებდა შეურაცხყოფას. ყველაფერთან ერთად არის უზრდელიც. დავით ნარმანიას ბოლო რჩევას ვაძლევ ცხოვრებაში, რომ თავის ნებით დატოვოს ეს თანამდებობა. ბოდიში უნდა მოუხადოს ყველას,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა მესტიის მოსახლეობას სვანეთის გაერთიანებული ოლქების კანდიდატი წარუდგინა
შემდეგი სტატიაპროკურატურის განცხადება ტ. წითელაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე უნებართვოდ შესვლის ფაქტზე