15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

ალეკო ელისაშვილი არჩილ გორდულაძის განცხადებას ეხმაურება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების” დეპუტატისა და საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც სასამართლო განხილვისას, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას, ალეკო ელისაშვილი ტერორისტად მოიხსენია და „ლელო-ძლიერ საქართველოს“ შეახსენა, რომ პარტია ალეკო ელისაშვილის ქმედებას არ გამიჯვნია.

ელისაშვილის თქმით, არჩილ გორდულაძე ტყუილს იძახის, როდესაც ის „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრად მოიხსენიებს.

„გორდულაძე რომ არის, ახალი უცნაური პერსონაჟი, გამოვიდა „ლელოს“ წევრი ელისაშვილი, ცეცხლს უკიდებდა სასამართლოს და ტერორისტული აქტი ჩაიდინაო. არასოდეს არ ვყოფილვარ „ლელოს“ წევრი და არც ვარ. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის და ასეთ ტყუილს იძახის.

„ლელოს“ წევრი არ ვარ, მხოლოდ ერთადერთი პარტიის წევრი ვარ – „მოქალაქეების“. ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოვგლიჯავ ენას“ [არჩილ გორდულაძეს], ხომ არ გონია, 13 წელი ვიქნები [ციხეში]. ჩემი სახელი და გვარი არ ახსენოს არასოდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე, განცხადების გაკეთების დროს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ არანაირი კონტრარგუმენტი იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინეს
შემდეგი სტატიაგაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა “საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართა