ალეკო ელისაშვილი – არც მელია და არც დანარჩენი ოპოზიცია არ მაინტერესებს

ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბარს აღარ ვაპირებ. ვინმეს ჩემთან დაკავშირებით წუხილი და ჭმუნვა თუ აქვს, ჩემი ნომერი იციან და შეუძლიათ, დამიკავშირდნენ. საერთოდ არ მაინტერესებს, არც მელია და არც დანარჩენი ოპოზიცია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არეულია და ისინი რევოლუციაზე „ჯახირობენ“.

„მილიონი საქმე მაქვს, უამრავი ადამიანი მირეკავს და ვცდილობ, მათ დავეხმარო. ოპოზიცია ახლართულ-დახლართულია, რევოლუციაზე ჯახირობენ“, – განაცხდა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძემ ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა
შემდეგი სტატიაელისაშვილი – ჯანდაბამდე და იმის იქით გზა ჰქონია გავრილოვს