ალეკო ელისაშვილი: ამ ბინძურ ხალხს პირადად მივიყვან მატროსოვის ციხემდე

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მასზე ყოველი შეწყალების დროს ხორციელდებოდა ზეწოლა.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისთვის თანხა არასდროს შეუთავაზებიათ, თუმცა ასეთი შეთავაზებები იყო მისი ოჯახის წევრების მისამართით.

„მამაჩემს შესთავაზეს, მაგალითად, 20 ათასი დოლარი,“ – განაცხადა ელისაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში.

„ერთ საქმეზე ზედმეტი ინტერესი იყო პოლიტიკოსების მხრიდან. ეს ვითომც არაფერი, მაგრამ მეორე შეწყალებაზე ზედმეტი ინტერესი გაგრძელდა. მესამე შეწყალებაზე იყო პირდაპირი ისტერიკა რამდენიმე პოლიტიკოსის მხრიდან, რომ გინდა თუ არა, ეს საქმე რატომ არ გაგაქვს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და ეს საქმე გაიტანე განსაკუთრებული წესითო. ვეუბნებოდი, რომ ის არ ჯდებოდა კრიტერიუმებში. მპასუხობდნენ, რომ ვიცით, რომ არ ჯდება კრიტერიუმებში, მაგრამ მაინც უნდა გაიტანოო. კონკრეტულ მსჯავრდებულებზე იყო საუბარი. ბოლო მესიჯი მივიღე პირდაპირ ძახილის ნიშნებით, როგორ ბედავ და არ გაგაქვს შეწყალებაზეო,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ყვება, რომ ერთ-ერთი თანამდებობის პირისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ეს ხალხი იყო პოლიტპატიმართა სიაში, მაგრამ შსს-მ ამოიღო ისინი სიიდან და, ელისაშვილის თქმით, ამ პირმა უთხრა, რომ ახლა ცდილობენ, ეს მსჯავრდებულები შეწყალებით გამოიყვანონ.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, პრეზიდენტის საქმის კურსში ჩაყენების შემდეგ, ეს ინფორმაცია მათ შესაბამის უწყებებს მიაწოდეს.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ის ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ ამბავში ორი საქმე იკვეთება. ერთი – იმ მაღალი თანამდებობის პირების საქმე, ვისაც მან ეს ინფორმაცია მიაწოდა და მათ რეაგიერება არ მოახდინეს მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს პირდაპირ ევალებოდათ და მეორე – “ეს ბინძური ხალხი, რომელსაც პირადად მივიყვან მატროსოვის ციხემდე”, – ამბობს ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბრიყვი, ყეყეჩი კაცი იდიოტობებს ლაპარაკობს – ალეკო ელისაშვილი თამაზ მეჭიაურს პასუხობს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: თამაზაშვილებს რვა ოჯახისთვის ბინები ხელიდან გამოვგლიჯეთ