ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მზად არის, ცესკო-სა და შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდეს

ჩვენ გთავაზობთ მშვიდობიან გამოსავალს, ვინმე, ვინც არის მანდ პასუხისმგებელი პირი, გამოვიდეს, ჩამოვიდეს თამარ ჟვანია და ვინც არის ახლა შსს-დან, დავილაპარაკოთ, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთი მონაწილემ, ალეკო ელისაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციაზე განაცხადა.

ალეკო ელისაშვილმა ცესკო-ს წარმომადგენლებსა და შსს-ს მიმართა, რომ მზად არიან, მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის.

„გთავაზობთ ამ ვითარების მშვიდობიან განტვირთვას. რამდენიმე ადამიანი შემოვალთ, რამდენიმე ადამიანი თქვენგან გამოვიდეს და შუაში დავილაპარაკოთ და განვმუხტოთ ეს ვითარება, ჩვენ გთავაზობთ მშვიდობიან გამოსავალს. ვინმე, ვინც არის მან პასუხისმგებელი პირი გამოვიდეს, ჩამოვიდეს თამარ ჟვანია და ვინც არის ახლა შსს-დან. ჩვენ გთავაზობთ მშვიდობიან გამოსავალს. აქეთაც ხალხი დგას და თქვენც ხალხი ხართ, თქვენც ქართველები ხართ და ჩვენც. ნუ დაძაბავთ ვითარებას. დავილაპარკებთ, გაგვიკეთეთ დერეფანი. სიტყვას გაძლევთ, რომ ამ დერეფანში სამ კაცზე მეტი არ შემოვალთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა საბანაძე: კანონის შესაბამისად, როცა არის გადაუდებელი აუცილებლობა, პოლიციას აქვს უფლება – გამოიყენოს ჭავლი
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – როდესაც აქციის მონაწილეები ცდილობენ სადღაც შეჭრას, ანგრევენ ღობეს, ქვას ესვრიან პოლიციელს და შემდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ვინმე დაარქმევს არაპროპორციულად ძალის გამოყენებას, ის არის სუბიექტური