თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა და სხდომიდან გააძევა ალეკო ელისაშვილი. მას “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, ლაშა ტალახაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.
ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი გადაიდო და 13 ივნისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, უკვე გაარკვია, რომ მაუკა მდინარაძემ უჩივლა და არ მარიამ ლაშხმა.
ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კირცხალიას თქმით, ამ საჩივრის მიზანია “მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება”.