ალეკო ელისაშვილი: ორი თვეა ფრჩხილი ვერ მოვიჭერი, საკვნეტელა ვერ ვიყიდე ციხის მაღაზიაში ერთი თვე პლასმასის ტაშტი არ მომცეს

დაპატიმრებული პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს – “მოქალაქეების” ლიდერი ამბობს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში სწორედ სუს-ის შეფის დავალებით მოათავსეს.

ციხეში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე პოლიტიკოსმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრა და დააანონსა, რომ სუს-ის ხელმძღვანელს დაბადების დღეზე იმ ინვენტარს გაუგზავნის, რომელიც ციხეში შესთავაზეს.

“მისი (მამუკა მდინარაძის) დავალებით ვარ უმკაცრეს ციხეში. ორი  თვეა ფრჩხილი ვერ მოვიჭერი, საკვნეტელა ვერ ვიყიდე ციხის მაღაზიაში. ერთი თვე პლასმასის ტაშტი არ მომცეს. დაბადების დღეს გავარკვევ როდის აქვს და ეს ტაშტი უნდა გავუგზავნო ნახმარი”, – განაცხადა ელისაშვილმა სასამრთლოზე.

banner
წინა სტატიაშიახალციხე-ვალეს გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
შემდეგი სტატიამზის ენერგიის გამოყენება – ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე