კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ 13-წლიან განაჩენს ეხმაურება და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
კუპრაძე დარწმუნებულია, რომ მისი თანამებრძოლი პატიმრობიდან მალე გათავისუფლდება.
“ჩემს მეგობარს და საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ კაცს, ალეკო
ელისაშვილს 13 წელი მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ. გამოგონილი ბრალით, რაც მხოლოდ პროპაგანდისთვის ჭირდება.
ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს და ვერაფერი მათქმევინებს უარს, ვიყო მებრძოლი კაცის ქომაგი! ალეკოს დაჩაგვრას ცდილობს მურუსიძის სასამარლო. არ გამოვა ეგ საქმე.
ალეკო არ გატყდება და კაცად გათავისუფლდება ძალიან მალე!
თავისუფლება ალეკო ელისაშვილს!- წერს ირაკლი კუპრაძე.
















