ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ ალეკ ბოლდუინს კვლავ წაუყენეს ბრალი ფილმის გადაღებისას ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის.
მსახიობს წინა ბრალდებები გასული წლის აპრილში, სასამართლო პროცესის დაწყებამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე მოუხსნეს თუმცა, მაშინ პროკურორებმა განაცხადეს, რომ გაჩნდა დამატებითი ფაქტები, რომლებიც საჭიროებდა ხელახლა შემოწმებას.
ადვოკატმა, რომელიც წარმოადგენს ჰატჩინების ოჯახის წარმომადგენელს, თქვა, რომ მისი კლიენტები “მოუთმენლად ელიან სისხლის სამართლის სასამართლოს”.
ტრაგედია 2021 წლის ოქტომბერში მოხდა ფილმ Rust-ის ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს. რევოლვერი „კოლტი“, რომლითაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ისროლა, საბრძოლო ტყვიით დატენილი აღმოჩნდა და ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე იმსხვერპლა.