27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

“ალდეს” პრეზიდენტი: “ქართული ოცნების” მიზანი ქვეყნის ევროპისგან დაშორებაა, პასუხისმგებელ პირებს სანქციები უნდა დაეკისროთ

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის, „ალდეს“ (ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი) ყრილობა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცება იგეგმება. დოკუმენტი ევროკავშირს მოუწოდებს, დემოკრატიული უკუსვლის გამო სანქციები დააკისროს პასუხისმგებელ პირებს, თუმცა, ამავდროულად, ძალაში დატოვოს უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ალდეს“ პრეზიდენტმა, სვენია ჰანიმ განაცხადა, რომ ევროპელი ლიბერალები უკიდურესად შეშფოთებულები არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკით, რომელიც ქვეყანას დანარჩენი ევროპისგან აშორებს და გაწევრიანების ყოველგვარ ამბიციას სპობს.

„ქართულ ოცნებას“ რეალურად რომ სურდეს დაახლოება, კავშირების აღდგენა თუ დიალოგი, ჩვენ ამას დავინახავდით. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ დავინახავთ მთავრობას რეალურად ეჩვენებინოს ნიშნები იმისა, რომ სურს სვლა ევროკავშირისკენ, ამიტომ მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. რეზოლუცია სწორედ ამ მთავარ საკითხს ეხება. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ დანარჩენი ევროპა ყურადღების მიღმა არ ტოვებს საქართველოს“, — აღნიშნა სვენია ჰანიმ.

banner
წინა სტატიაშინეთანიაჰუ და ტრამპი აშშ-ში შეხვედრაზე შეთანხმდნენ — დეტალები სატელეფონო საუბრიდან
შემდეგი სტატია“აჭარის ტელევიზიიდან” გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლოს მიმართეს