21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ALDE – “ოცნებამ” დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება

„ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება, – ამის შესახებ ALDE-ს განცხადებაშია ნათქვამი.

„ლიბერალები მოვითხოვთ, გაეწიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარია. თითქმის 10 – თვიან უკანონო პატიმრობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად უარესდება მაშინ, როცა მას სათანადო სამედიცინო მკურნალობაზე უარს ეუბნებიან. შესაბამისი დახმარების გარეშე, არსებობს მისი ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე, რამაც შესაძლოა, სიარულის უნარიც კი დააკარგვინოს. „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს ის მკურნალობა, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მან აღნიშნა, ელენე ხოშტარია სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და აღნიშნა, რომ „ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის, სამედიცინო სერვისით“.

banner
წინა სტატიაში“ჯივიპი” მოსახლეობას აფრთხილებს: მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის დონე მოიმატებს
შემდეგი სტატია“ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება”- სალომე ზურაბშვილი