4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ALDE: “ოცნება” თავის ავტორიტარულ რეპრესიებს კიდევ უფრო აღრმავებს!

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის [ALDE] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომას ეხმაურება, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავენ.

“მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს ახლა აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას. ეს ეხება ჩვენი ALDE-ს წევრ პარტიებსაც.

მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ახლა უშუალოდ პოლიტიკურ ოპოზიციას ესხმის თავს.

ევროკავშირმა ამას პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა 22 ოქტომბერს განახლდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ოფიციალური კაპიტულაციის გაფორმებას ნიშნავს