ALDE-მ ქართული ლიბერალური პარტიების მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე წერია – სამნიძე

ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსმა (ALDE) დაამტკიცა ქართული ლიბერალური პარტიების მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წერია, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში წერს.

„რეზოლუციის ტექსტში ვკითხულობთ: ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ისტორიული არჩევანია. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირის კანდიდატების სტატუსის მინიჭება დამატებითი გარღვევა იქნება ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში დემოკრატიის გასაძლიერებლად და რუსული გავლენისგან გათავისუფლებისთვის“, – აღნიშნავს ხათუნა სამნიძე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთს ამცირებს – კულება
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსეთის მიერ დამწვარი ყველა ეკლესია, დაბომბილი სკოლა, განადგურებული მემორიალი ადასტურებს, რომ რუსეთის ადგილი იუნესკო-ში არ არის – ზელენსკი