ALDE/Liberal International: ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი ზურაბიშვილის აღიარებას

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ლიბერალი ინტერნაციონალი Liberal International ქართული ოცნების მიერ მიხეილ ყაველაშვილის ივანიშვილის პრეზიდენტად დანიშვნის ფონზე განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ქართველი ხალხის სურვილს არ ასახავს.

როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, ისინი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აღიარებას გააგრძლებენ.

“ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულნი და შეშფოთებულნი ვართ ახალი პრეზიდენტის “არჩევით” ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, სადაც მხოლოდ “ერთპარტიული” პარლამენტი დომინირებს, რომელიც სადავო არჩევნების შემდეგ შეიკრიბა. ვინაიდან, არჩევნები არ მოიცავდა ოპოზიციას, მიგვაჩნია, რომ ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველი ხალხის სურვილებს.

ჩვენ ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მისი მიღწევების აღიარებას, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ვგმობთ ქართული ოცნების არაკონსტიტუციური ქმედებების შედეგებსა და დემოკრატიულ უკუსვლას. მოვუწოდებთ ქვეყნებს, გაიმეორონ და გააფართოონ სანქციები, რომლებიც უკვე დააწესა აშშ-მ, უკრაინამ და რომლებსაც ევროკავშირისგან ელიან იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ “უცხოელი აგენტების რუსული კანონის” მიღებასა და ანტიდემოკრატიული პრაქტიკებში” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკონგრესმენი ჯო უილსონი – სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ვაფასებ მის სიმამაცეს, რადგან უპირისპირდება არალეგიტიმურ მთავრობას
შემდეგი სტატია“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებებით ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა” – ქურდოვანიძე