ALDE ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ ნათქვამია ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) განცხადებაში, რომელიც პარტიის ყრილობაზე, რომში მიიღეს.

“საქართველოს ხელისუფლებას საეჭვო მტკიცებულებებით პატიმრობაში ჰყავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დაპატიმრების შემდეგ, თითქმის 50 დღე შიმშილობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში ყოფნის დროს გაუარესდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა სააკაშვილის საქმეზე დროებითი ზომების მიღება. (განცხადება No54641/21) განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით.

მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლების მიერ ბატონი სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ; საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ყურადღების გამახვილებისაკენ, სამართლიანი მოპყრობისა და ღირსების უფლების უზრუნველსაყოფად.” ნათქვამია ALDE-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგვარამია სააკაშვილზე: იგი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ ამ კამპანიას, თუმცა ელოდება როგორი გაგრძელება ექნება
შემდეგი სტატიაბოკერია: ნაფიც მსაჯულთა მხრიდან მერაბ კობიაშვილის გამართლება ნათლად გვიჩვენებს ამ ინსტიტუტის ფართოდ გავრცელების საჭიროებას