ALDE საქართველოს მთავრობას 2016 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმირებისკენ მოუწოდებს

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის (ALDE) საქართველოს მთავრობას მიმართავს. ALDE მოუწოდებს საქართველოს მთავრობას 2016 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმა გაატაროს.

ALDE პარტნიორი საერთაშორისო საზოაგდოებისადმი ქართული პარტიის თავისუფალი დემოკრატების მიმართვას გამოეხმაურა. ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საარჩევნო რეფორმა ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტში პლურალიზმის გაძლიერებას,

„საქართველოში მოდის მნიშვნელოვანი საარჩევნო წელი, რომელიც იქნება ტესტი დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ეს არჩევნები გადაწყვეტს, თუ რა პოზიციაზეა ქვეყანა, როგორც რეფორმატორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, – წერია ALDE-ს მიერ გავრცელებულ წერილში.

ევროპელი პოლიტიკოსები ასევე მოუწოდებენ მთავრობას სამართლებრივი სისტემის მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერებისთვის.

„ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და საქართველოს კურსის მხარდაჭერას სტაბილური დემოკრატიისა და კეთილდღეობისთვის“, – აღნიშნულია წერილში.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეთანხმება
შემდეგი სტატიადღეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს 63 წელი შეუსრულდა