“დამირეკეს საპატრულოდან.
ბიძინა ჟამერაშვილი მიჩივის შეურაცხყოფის მიყენებას 😃😃😃
მძინარე ვიყავი თავიდან ვერ მივხვდი რაში იყო საქმე, მეგონა დღევანდელ სასამართლოზე მირეკავდნენ, მერე პოლიციელის შეურაცხყოფაო, 28 ივლისიო და მეთქი რააა?!!
რა თქმა უნდა, იქვე ვთქვი, რომ მაგას კი არა, უარესს იმსახურებს ეგ ნამუს გარეცხილი, რომ მათე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა და ბათუმში ისვენებს.
აი ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ დღეს, სადაც არამზადა დღეს იმის გამო გიჩივის, რომ ეუბნები ვინც არის 🙂“ -წერს ალბი კორძაია სოციალურ ქსელში