14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს

სამოქალაქო აქტივისტი ალბი კორძაია მორიგ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს.

“ჩემს შემთხვევაში ეს არ იყო გაუპატიურება, შესაბამისად, ჩემს სიტყვებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ამიტომ ველოდებოდი პრეცედენტს, რომ მსგავსი ფაქტი კიდევ მოხდება და საკადრის პასუხს მერე გავცემდი ამ ადამიანს მსვერპლიც რა თქმა უნდა. 

ჩვენს შემთხვეაში არის სულ სხვა რეალობა. ხმას ვიღებ როგორც ყველთვის მარტო მე და იმედია, ეს ოდესმე დამიფასდება. რას ემსახურებაა ეს? –  პირველ რიგში ეს ემსახურება ქალების დაცვას მსგავსი სიტუაციებისგან. მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლია ამაზე ლაპარაკი, მეორე – აუცილებლია, რომ რაღაც სტეროტიპები დაიმსხვრას და ჩამოყალიბდეს ახალი რეალობა, სადაც ქალები ამ ყველაფერზე უპრობლემოდ ლაპარაკობენ”, – ამბობს ალბი კორძაია. 

აქტივისტი ქალის, ალბი კორძაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურების მუხლით] დაიწყო.

ამ წუთებში ლუკა ჭოხონელიძე განყოფილებაში იმყოფება და გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.

banner
წინა სტატიაშიბათუმის საქალაქო სასამართლო ხვალ მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერებას განიხილავს
შემდეგი სტატია40 დღე ილია მეორეს გარდაცვალებიდან – საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს