
ჩვენი ძალა ქუჩაშია, ხალხის ხმაში, ერთობაში.
დღეს დროა ხმამაღალი დაუმორჩილებლობის, ბოიკოტის, პროტესტის, ქუჩაში გამოსვლის.
რევოლუცია ნიშნავს ხალხის მშვიდობიან, მაგრამ შეუპოვარ ბრძოლას,შეუგუებლობას! ეს არის ჩვენი უფლება და ვალი არ დავემორჩილოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც გვართმევს მომავალს.
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ არა პარტიებისთვის, არამედ სამშობლოსთვის.
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ არა შურისძიებისთვის, არამედ სამართლიანობისთვის.
ჩვენი მიზანი არის თავისუფალი, ევროპული და ღირსეული საქართველო.
ახლა უკვე აღარ არის დრო ლოდინის!
ყველამ უნდა ვიმოქმედოთ.
დაუმორჩილებლობა და შეუგებლობა ეს არის გამარჯვების ერთადერთი გზა!,–წერს წალენჯიხის მერიის ადმინსტრაციის უფროსი ალბერტ ჭანია.
















