ალბერტ ჭანია: ჩემი მხარდაჭერა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც გვერდში დაუდგა გია ხარჩილავას და წალენჯიხას და ერთად საერთო სიკეთეები გააკეთეს წალენჯიხაში

,,რუსული ოცნების,, მიერ მასობრივი დაჭერები არ არის ძლიერების ნიშანი, ეს არის სიმძლავრის ბოლო სტადია, როცა ძალა ჯერ კიდევ დარჩენილია, მაგრამ ლეგიტიმაცია უკვე დაკარგულია.
ისტორიული ლოგიკა, საზოგადოებრივი პულსი და საერთაშორისო რეაქციები მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი შედის ბოლო ფაზაში.
ჩემი მხარდაჭერა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც გვერდში დაუდგა გია ხარჩილავას და წალენჯიხას და ერთად საერთო სიკეთეები გააკეთეს წალენჯიხაში,-წერს წალენჯიხის მერიის ადმინსტრაციის უფროსი ალბერტ ჭანია.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 23 ივნისს დააკავეს – სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამასთან, დღესვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.

 

banner
წინა სტატიაშიპიტერ ფიშერი: საით მიდიხარ საქართველო?
შემდეგი სტატიაუილსონი: “ოცნების” არალეგიტიმურმა რეჟიმმა ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავა