ალბათ სიმბოლურია, რომ დღეს სააკაშვილები და ადეიშვილები იკავებენ ფორმალურ, თუ არაფორმალურ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში და ვხედავთ იმავე ხელწერას, რაც იყო 2004-2012 წლებში საქართველოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს უკრაინული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე სამართალდამცველებსა და მოქალაქეს შორის კონფლიქტის შესახებ, რომლის დროსაც მოქალაქე სილაგავა დაიღუპა.
კობახიძის თქმით, რაც უფრო მალე გათავისუფლდება უკრაინა სააკაშვილებისგან და ადეიშვილებისგან, უფრო უკეთ წარიმართება პროცესები ამ ქვეყანაში.
„ყველას გვახსენდება ხელწერა, რომლითაც იყო გამორჩეული 2004-2012 წლებში საქართველოს ხელისუფლება, კოლექტიური სააკაშვილები და ადეიშვილები გამოირჩეოდნენ ამ ხელწერით. ალბათ სიმბოლურია, რომ დღეს სააკაშვილები და ადეიშვილები იკავებენ ფორმალურ, თუ არაფორმალურ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში და ვხედავთ იმავე ხელწერას, რაც იყო 2004-2012 წლებში საქართველოში. ეს არ არის მხოლოს ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ეს არის იგივე ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების გადაფორმება, ადამიანების მკვლელობა. ომი ამ ყველაფერისთვის არის საბაბი. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ამ დანაშაულებების მიზეზი ომი ვერ იქნება. ხელწერა არის იგივე, რაც სამწუხაროა. რაც უფრო მალე გათავისუფლდება უკრაინა სააკაშვილებისგან და ადეიშვილებისგან, მით უფრო უკეთ წარიმართება პროცესები ამ ქვეყანაში. შემთხვევითი ისიც არ არის, არც ნასვამობა ამართლებს ადამიანის მკვლელობას და არც პოლიციასთან დაუმორჩილებლობა, მითუმეტეს, როდესაც მეუღლის და ბავშვების თვლაწინ ხდება მკვლელობა, ეს არის ამაზრზენი დაშაული და ამასაც კი ამართლებდნენ ქართველი ე.წ. ლიბერალები, ქართველი ნაციონალები. დღეს ისინი არიან გამოფენილი და ერთხმად ამართლებენ საზარელ მკვლელობას, რომელიც ჩადენილ იქნა უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ბუნებას. ასევე, მინდა, შევახენო საზოგადოებას, თეორიულად ისინი რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ზუსტად იგივეს გაიმეორებენ, რასაც აკეთებდნენ 2004-2012 წლებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სააკაშვილ-ადეიშვილები არ დაბრუნდნენ არასოდეს ხელისუფლებაში, ეს არასოდეს მოხდება, ამაზე, პრველ რიგში, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები. არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში ის ხელწერა, რომელიც ჩვენ ასე მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.