ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის ბოლოდროინდელ საჯარო აქტივობებს გამოეხმაურა. მელაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში თქვა, რომ „ქართული ოცნება“, სავარაუდოდ, ახალგაზრდებში არსებული პრობლემების გადაჭრას ამ გზით ცდილობს:
„ამ ახალგაზრდა კაცს რა უნდა და რას ფიქრობს, აზრზე არ ვარ. ფაქტია, რომ გამოჩნდა. ალბათ, შემთხვევით არ გამოჩენილა. მამამისს უნდა მიეხმაროს, თუ ხედავს, რომ „ოცნებას“ ახალგაზრდებში პრობლემა აქვს“.
ანალიტიკოსის შეფასებით, ეს ფაქტი მაინც ვერ აგვარებს ქვეყნის უმთავრეს შიდაპოლიტიკურ პრობლემას — ბაზარზე ძლიერი და სერიოზული პოლიტიკური ალტერნატივის არარსებობას.














