“ალბათ, მომავალში „ენკი ბენკიზეც“ იქნება საუბარი”- კალაძისთვის წერილი ღიმილისმომგვრელია

მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი მერი კალაძისთვის ღიმილისმომგვრელია და ამბობს, რომ ასეთი წერილის დაწერა ნებისმიერს შეუძლია- ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიური წერილი დაწეროს, ღიმილის მომგვრელი იყო საერთოდ ამ წერილში რაც ეწერა ჩემთვის- ამბობს კალაძე

„პირადად ჩემთვის და ვფიქრობ საზოგადოებისთვის, კატეგორიულად მიუღებელი ფაქტი, რომ სამართლებრივი ამბის გადატანა ხდება პოლიტიკურ ჭრილში. ჩვენ ამ ადამიანებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ.

მედია რა შუაშია, ეს საერთოდ არ მესმის. რა შუაშია „ტვ პირველი“, რა შუაში იყო „არტარეა“. ალბათ, მომავალში „ენკი ბენკიზეც“ იქნება საუბარი”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი “ოცნების” ოფისში კობახიძესა და დეპუტატებს შეხვდა
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი: ეს წერილი საერთოდ რომ არ არსებობდეს, რა იცვლება?