“ალბათ, კობახიძე იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება…”- ჭიჭინაძე

ალბათ, კობახიძე იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება და კანონპროექტის შეჩერება – ასე გამოეხმაურა დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

„დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით პირდაპირ უარი ეთქვა ჩვენს ინიციატივას. არ მგონია დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ ამის შემდეგ. დარჩა მხოლოდ ტექნიკურად გასაფორმებელი რომ ისინი მხარს არ უჭერენ. ალბათ, ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მოხდებოდა ეს გადაწყვეტილება და ალბათ, კობახიძე იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, რომ მოახერხა მისი დარწმუნება და კანონპროექტის შეჩერება“, – დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიას მიმართავს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე კონსულტაციებში ჩაერთოს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საზოგადოებას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო.

banner
წინა სტატიაშიშორენას გადაყოლებული სახელმწიფო და ეკლესია, ჩემთვის წართმეული საჩუქარი დეკანოზ მამალაძის საქმის პრიზმაში
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე – ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია