ალბანეთში თვითმფრინავი გაქურდეს, წაღებულია 10 მილიონი ევრო

ალბანეთში ეძებენ პირებს, რომლებმაც Austrian Airlines-ის თვითმფრინავი გაქურდეს და 10 მილიონი ევრო წაიღეს – “ბიბისი” წერს. ქურდობა გუშინ, ადგილობრივი დროით 15.00 საათზე მოხდა. დაჯგუფებამ იციდა ტვირთის შესახებ, რომელიც გაფრენამდე მოათავსეს თვითმფრინავში. უცხოური ბანკები, რომლებიც ალბანეთში მუშაობენ, ვალუტას ვენაში აგზავნიან, რადგანაც ადგილობრივი ბანკები მას არ იღებენ.
მძარცველებმა დაცვის წევრები აიძულეს თვითმფრინავის სატვირთო კარები გაეღოთ. რომლის შემდეგადაც მანქანაში ჩატვირთეს თანხა. სულ პროცესი 3-4 წუთი გრძელდებოდა. აეროპორტიდან გასლის დროს პოლიციამ მძარცველებს ცეცხლი გაუხსნა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, დანარჩევენი მიიმალნენ. პოლიციამ მოგვიანებით მათი მანქანა დამწვარი იპოვა. თვითმხილველებმა თქვს, რომ დამნაშავეები ველოსიპედებით მიიმალნენ.

banner
წინა სტატიაშიმორიგი არაადამიანური ფაქტი ადმინსტრაციულ საზღვართან
შემდეგი სტატიაერთადერთი გზა, რომ პუტინის დე ფაქტო ვეტო დაძლიო, არის საქართველოს ნატო-ში მიღება ევროკავშირში კვიპროსის გაწევრიანების მოდელით