ალბანეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა წუხელ დემონსტრანტების წინააღმდეგ, როცა ისინი პარლამენტის შენობაში ცდილობდნენ შეჭრას – “Associated Press”-ი წერს. ტირანაში შეკრებილმა ხალხმა სოციალისტურ მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა.
ადგილობრვი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრაციის დროს დაშავდნენ როგორც დემონსტრანტები, ასევე, პოლიციელები და ჟურნალისტები.
საპროტესტო აქცია თებერვლის შუა რიცხვებიდან გრძელდება.