ალბანეთსა და კოსოვოში “ისლამური სახელმწიფოს” სავარაუდო წევრები დააკავეს

ალბანეთსა და კოსოვოში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმიფოს” 11 სავარაუდო წევრი დააკავეს – გერმანული AFP ავრცელებს.

ალბანეთის პოლიციის მონაცემებით, ოთხი დაკავებული ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი. კოსოვოში დაპატიმრებულ 7 ადამიანს კი ქვეყნის გენერალური პროკურატურა ბრალს “ტერორიზმსა და ეროვნული საფრთხეში” სდებს ბრალს. სავარაუდოდ, დაკავებულები, ასევე ტერაქტს გეგმავდნენ.
გამოცემის ცნობით, “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს დაახლოებით 250 კოსოველი ალბანელი იბრძვის, რაც ქვეყნის მოსახლეობის თანაფარდობის გათვალისწინებით, ევროპაში რეკორდული მაჩვენებელია.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ოდესის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს
შემდეგი სტატიაყაზბეგში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს