ალასანიას გუნდი პრეზიდენტისადმი შეწყალების მიმართვას გეგმავს

„თავისუფალი დემოკრატები“ გეგმავენ, რომ კაბელების საქმეზე დაკავებული ჯარისკაცების გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ.

„თავისუფალი დემოკრატები“ გეგმეავენ, რომ კაბელების საქმეზე დაკავებული ჯარისკაცების გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს მიმართონ, განცხადება ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.

„ ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს, რომელიც გვინა, რომ პრეზიდენტს წარვუდგინოთ იმის მოთხოვნით, რომ ჯარისკაცები იქნენ შეწყალებულნი. ვთვლით, რომ ქვეყნის სამსახური არ უნდა ისჯებოდეს. გვგონია, რომ მურუსიძის სასამართლოს პირობებში რაიმე სახის შედეგის მიღწევა, სამართლიანობის მიღწევის თვალსაზრისით, აბსურდულიამ მაგრამ ჩვენ ბრძნოლას არ ვანებებთ არ მივატვებთ ჩვენს ჯარისკაცებს და ბოლომდე მხარს დავუჭერთ მათ. ჩვენ ვაპირებთ რომ შევაგროვებთ ეს ხელმოწერები და შემდეგ და მივმართოთ პორეზიდენტს“, -განაცხადა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო სიას „თავისუფალი დემოკრატები“ 16 ივლისს წარადგენენ
შემდეგი სტატიათბილისის სატრანსპორტო კომპანია ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს