,,ალასანიას ადგილზე, თავს შევიკავებდი ბევრი იმ შეფასებისგან, რომელსაც ის აკეთებს”

ალასანიას ადგილზე რომ ვიყო, თავს შევიკავებდი ბევრი იმ შეფასებისგან, რომელსაც ის დღეს აკეთებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილზე როგორც მოიქცეოდა, შეელეოდა თუ არა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ”ყველას თავისი სტილი აქვს”.

”მე, ალბათ, შეფასებებისგან თავს შევიკავებდი. ღიად გეუბნებით, რომ ასეთი შეფასებებისგან თავს შევიკავებდი, მაგრამ ალასანიას ადგილზეც, რომ ვიყო, თავს შევიკავებდი ბევრი იმ შეფასებისგან, რომელსაც ის დღეს აკეთებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

https://youtu.be/0V3G2tD6D-I

banner
წინა სტატიაში,,მეჭიაური, სავარაუდოდ, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მომავალ გუნდში არ იყოს”
შემდეგი სტატია,,პრემიერობა და პარტიის თავმჯდომარეობა მომცემს კარგ შესაძლებლობას, გავაკეთოთ ბევრი კარგი საქმე”