ალასანია სააკაშვილზე: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაუარესებულია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაუარესებულია.

როგორც მისი მონახულების შემდეგ ალასანიამ თქვა, სააკაშვილს გამოკვლევები სჭირდება და აუცილებელია, რომ მასთან ექიმები შევიდნენ.

“იგივე სიმპტომები აქვს, რაც ადრე ჰქონდა, ოღონდ უფრო გაუარესებული. თავის ტკივილები აქვს, ძილი პრობლემა, ტრემორი, ხელის და ფეხის დაბუჟება, ეს ყველაფერი ისევ აქვს ოღონდ უფრო მძიმე ფორმით”, – თქვა ალასანიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში 29 დეკემბერს გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 იანვრისთვის
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები!