ალასანია: სააკაშვილის ერთადერთი დანაშული ისაა, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსებს ბრძოლის გარეშე არ გადასცა

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ასიამოვნოს.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი “დანაშაული” ისაა, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსეთს ბრძოლის გარეშე არ ჩააბარა.

“არის სურვილი, რომ მოკლან ადამიანი. ერთადერთი მისი დანაშაული ის არის, რომ 2008 წელს არ გადასცა ქვეყანა ბრძოლის და წინააღმდეგობის გარეშე რუსებს. ეს არის მისი ერთადერთი დანაშაული”, – თქვა გიული ალასანიამ.

მან ასევე უკრაინის სახალხო დამცველთან, ლუდმილა დენისოვასთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დასაცავად ყველაფერს აკეთებს.

“ინფორმაცია მაქვს მხოლოდ ის, რასაც ვისმენ ტელევიზიით. ქალბატონი ძალიან აქტიურია და ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია,რომ დაიცვას თავისი მოქალაქის უფლებები. იურიდიულად და ფორმალურად, დღეს ის არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ უკრაინა რა ტქმა უნდა ძალიან სწორ ნაბიჯებს დგამს”, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: მოშიმშილე ადამიანს ხელს არავინ კიდებს არსად, ივანიშვილის ნაბიჭვრების გარდა
შემდეგი სტატიაადვოკატი: ერთადერთი, როცა შეიძლება გარკვეული მედიკამენტის მიღებაზე იფიქროს, თუ ამაზე დაელაპარაკება პირადი ექიმი