ალასანია: პრეზიდენთან ურთიერთობებში კოალიციის ხელმძღვანელობის მხრიდან შეცდომები იყო დაშვებული

alasania„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი მოსაზრებები გააჩნია, რომლის მიმართაც გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული.

როგორც ალასანიამ გადაცემა „პოლიტიკაში“ განაცხადა, მას, როგორც თავდაცვის მინისტრს, ქვეყნის მეთაურთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

„არ მინდა, რომ „რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების“ პოლემიკა გაიმართოს ისეთ თემაზე, რაზეც დიდწილად, ღირებულებითად გარკვეული თანხვედრა გვქონდა, რომ ჩვენი ქვეყანა დაცული და უსაფრთხო იყოს.

რაც შეეხება ურთიერთობებს პრეზიდენთან, რა თქმა უნდა, აქ დიდი შეცდომები იყო დაშვებული კოალიციის ხელმძღვანელობის მხრიდან. მე როგორც თავდაცვის მინისტრი ვიყავი აბსოლუტურად კარგ, საქმიან ურთიერთობაში ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტთან და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან, მაგრამ იყო ეს შეცდომები დაშვებული და უნდა ვაღიაროთ, არამხოლოდ „რესბუბლიკური პარტიის“, არამედ ჩემი პარტიის მხრიდანაც“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ მოწვეულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს რეგულარულად ესწრებოდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის მეთაურის ყოველწლიურ მოხსენებაზე გარკვეული მიზეზების გამო, არ იმყოფებოდა.

„თავად მე მქონდა ძალიან კარგი, სამუშაო პირობები და სივრცე შექმნილი საქართველოს პრეზიდენტთან – ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ვიყავით და ვართ დღესაც თანამოაზრეები. ამ ურთიერთობებში ხშირად ვპატიობთ გადაცდომებს ერთმანეთს. მათ შორის, ჩემი გუნდის წევრებსაც ჰქონდათ ამ კუთხით შეცდომები დაშვებული, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ეს იყო ის ისტერიული გარემო, რომელიც იქმნებოდა ივანიშვილის მხრიდან – თავსმოხვეული მთავრობაზე, როდესაც ის იყო მთავრობის თავმჯდომარე და როდესაც ჩვენთან აღარც იყო“, – განმარტა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.

https://youtu.be/VAno353uDSo

banner
წინა სტატიაშიპარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პოლიტიკურ საქმიანობას აჩერებს
შემდეგი სტატიაჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრი ხდება