„თავისუფალი დემოკრატები” „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ ბრალდებებს პასუხობენ

პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნებიდან“ წამოსულ ბრალდებებს ალასანიას გუნდი პასუხობს. „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით, იმისდა მიუხედავად, რომ მათ შეხვედრის დრო და ადგილი 5 დღით ადრე იყო დაანონსებული, „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იგივე დრო და ადგილი შეარჩია შეხვედრის ჩასატარებლად:

„თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ ივანე როყვასთან ერთად, მოსახლეობასთან შესახვედრად პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, „ქართულმა ოცნებამ“ „თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა. მათივე განმარტებით, სოფელ ჩუნეში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა პარტიამ 5 დღით ადრე დააანონსა.

“ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ აღნიშნული შეხვედრის დრო და ადგილი, მაგრამ რატომღაც აღმოჩნდა რომ „ქართულმა ოცნებამაც“ აქ გადაწყვიტა შეხვედრის ჩატარება. ჩვენ შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები გავაცანით. ჩვენ არ ვყოფთ მოსახლეობას ჩვენ და სხვის ამომრჩევლებად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქის აზრი და ამიტომ, არ ვთვლი რომ დღეს რაიმე პრობლემატური მოხდა,“ -განაცხადა 22 მაისის შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ წყალტუბოში ივანე როყვამ.

“მე მინდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს ვუთხრა, რომ ივანე როყვა არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია მისი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით. ზუსტად ასეთი ადამიანი სჭირდება დღეს წყალტუბოს მოსახლეობას საკრებულოში. ჩვენი მიზანი ხალხის კეთილდღეობაა და ჩვენ ვიქნებით ხელისუფლება, რომელიც შეასრულებს ხალხის დავალებებს და არა პირიქით,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშისამაშველო სამსახურმა ლაგოდეხის ტყეში დაკარგული სამი მონადირის ძებნა შეწყვიტა
შემდეგი სტატიაეგვიპტური ა320-ის ვარდნის ადგილზე ნამსხვრევები იპოვეს