ალასანია: კარგად რომ არ არის, ამას ვხედავ, დანარჩენი ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ

“იგივე მდგომარეობაა – ხან ზის, ხან წევს, ასეა სულ. […] აშკარად არის სუსტად, მიზეზი რა არის ამ სისუსტის, არ ვიცი. კარგად რომ არ არის, ამას ვხედავ, დანარჩენი ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ. ნამდვილად არ არის კარგად, აშკარად არ აქვს ღონე ადამიანს, ასეთი ჩემი შვილი მე არ მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო და რა გააჩერებდა, ახლა სულ ლოგინისკენ უჭირავს თვალი. […] მე რომ მკითხოთ, გადაყვანა თუ იქნება, მხოლოდ უნდა იყოს სადმე ნორმალურ კლინიკაში, იმიტომ, რომ ნამდვილად სჭირდება ადამიანს რეაბილიტაცია.” – ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

banner
წინა სტატიაშილომჯარია: ოლსონის განცხადებები ალბათ, დემოკრატიის მიმართულებით ბევრ არასწორ და უკან გადადგმულ ნაბიჯთან არის დაკავშირებული
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 დეკემბრისთვის