ალასანია: ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ 6 წელი კი არა, 6 თვეც ძალიან ბევრია

სააკაშვილის ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ 6 წელი კი არა, 6 თვეც ძალიან ბევრია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გრძელდება პროცესი. მთელ ამ პროცესებში არის ერთი მხარე, რაზეც შესაძლოა ჩაითვალოს, რომ დანაშაულს მაინც ჰქონდა ადგილი – საზღვრის უკანონო გადმოკვეთა. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, მან აირჩია ისეთი გზა, რომ ნაკლები მსხვერპლით მომხდარიყო ეს.

რაღაც ვიცოდი, რაღაც არ ვიცოდი და გავიგე მისი გამოსვლიდან. მე, როგორც დედას, ყველაზე ძალიან მისი ჯანმრთელობა მაწუხებს, რადგან გამოსვლიდან გავიგე, რომ გუშინ გამხდარა ცუდად. რეალურად, გამოკვლევაც არ ჩატარებია და მკურნალობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. დღეს გამოსვლაში ახსენა, „ჩემი მკურნალობა შეუძლებელია აქ“. ჩვენს სასამართლოს რომ ვუყურებ, კარგი მოლოდინი არ მაქვს, სამწუხაროდ. მისი ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ 6 წელი კი არა 6 თვეც ძალიან ბევრია და ყოველ წუთშია საჭირო მისი გაყვანა”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი, დააჯერეს, რომ გამოიხსნიან საკნიდან მას მერე, რაც ხალხი შეიკრიბება აღშფოთებული
შემდეგი სტატიასააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პროკურორი: ამ ეტაპზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს