(video)ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებს

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ფარულ ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება პრემიერ-მინისტრს მოუწევს.ეს განცხადება ალასანიამ გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„გიორგი კვირიკაშვილი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მან თუ არ გამოიძია კონკრეტული საქმეები, რა თქმა უნდა, ის სრულიად გაიზიარებს პასუხისმგებლობას და ვერ აეფარება რაიმე ფორმით იმას, რომ მე ახალი მოსული ვარ და მე ვერ ვაკონტროლებ ამა თუ იმ ძალოვან სტრუქტურას“
ირაკლი ალასანია ალასანია  ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაწესებული ფარული თვალთვალის პრაქტიკის გაგრძელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ასეთი მოთხოვნა მათ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ალასანიას მიმართაც ჰქონდათ.

„თავდაცვის სამინიტროში მისვლისთანავე, სადაც დამხვდა ამდენი ფარული ჩანაწერები, გავაუქმე ეს სამსახური. მე რომ მიდრეკილება მქონოდა, რასაც ივანიშვილი და ღარიბაშვილი ითხოვდა ჩემგან, რა თქმა უნდა, არ გავაუქმებდი და დავიტოვებდი ასეთ ბერკეტებს,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სააკაშვილის მთავრობას, ასევე დღევანდელ ხელისუფლებასაც, რადგან მან ვერ მოახდინა ვერც ერთ დანაშაულზე დროული რეაგირება და ნაციონალური მოძრაობის მიერ დანერგილ პრაქტიკას აგრძელებს.

„დანამდვილებით მინდა, გითხრათ, რომ ალექსი პეტრიაშვილზე მიმდინარეობად ფარული თვალთვალი. მიმდინარეობდა ვაიბერმიმოწერის კონტროლი, რომელსაც ხელისუფლების სტრუქტურების გარდა, სხვა ვერავინ გააკეთებდა. არიან მთავრობაში, ვისთვისაც ეს რეალურად მიუღებელია, მაგრამ მათ აზრს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან გადაწყვეტილებას იღებს ერთი კონკრეტული ადამიანი,“ – აცხადებს ირაკლი ალასანია.

https://youtu.be/amux4LZzpo0

banner
წინა სტატიაშიპაკისტანში ტერაქტში ეჭვმიტანილის ბრალდებით 5 ათასი ადამიანი დააპატიმრეს
შემდეგი სტატია(video) ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ