ალასანია – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი შვილი იყოს თავისუფალი

სახალხო დამცველისგან განსხვავებული პოზიცია უბრალოდ არ შეიძლება, მქონდეს, მისი მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ ლომჯარიას აზრით, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს გარეთ სეირნობის საშუალება მიეცეს.

„სახალხო დამცველისგან განსხვავებული პოზიცია უბრალოდ არ შეიძლება, მქონდეს. ვუსმენ მეც ექიმებს და ნინო ლომჯარიას. ძალიან მადლობელი ვარ სახალხო დამცველის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, ჟურნალისტებმა სააკაშვილის დედას კითხვა დაუსვეს უკრაინელი ადვოკატის შესახებ, რომელმაც თქვა, რომ „სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჰგონია, ვერ დაიცავს თავს სასამართლოებზე, თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ?“, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ საკითხს ვერ შეაფასებს.

„არ ვიცი, მე მაგასაც ვერ შევაფასებ. როდის იქნება ის სასამართლო, გააჩნია“, – აღნიშნა ალასანიამ.

ამასთან, ჟურნალისტებმა გიული ალასანიას სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულებაზეც დაუსვეს კითხვა, „როგორ უყურებს ამ საკითხს ოჯახი, როდესაც ხელოვნური ბარიერებია შექმნილი“.

„ეს მაინც კლინიკაა, გარდა იმისა, რომ ციხეა, კლინიკაც არის. მათ დამატებით კიდევ თავისი წესები აქვთ, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგლდანის ციხეში 32 წლის პატიმრის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაუკრაინელი ადვოკატი: სააკაშვილი, რომელიც ბოლოს ვნახე უკრაინაში, და ეს, რომელსაც მე შევხვდი დღეს, ფიზიკურად ერთი და იგივე ადამიანია, თუმცა მორალურად სხვადასხვა ადამიანები არიან