კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქის მრავალბინიან სახლებში გათბობის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა. გათბობა უკრაინის ენერგოსისტემაში მომხდარი ავარიული სიტუაციის გამო იყო გათიშული.
უკრაინაში 31 იანვარს მომხდარი სისტემური ავარიის შედეგად, ელექტროენერგია ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში გაითიშა. ელექტროენერგიის მიწოდება საღამოსთვის აღდგა.
უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. იანვარში, რუსული თავდასხმების გამო, უკრაინის ქალაქები შუქისა და სითბოს გარეშე დარჩა. აშშ-ის თხოვნით, რუსეთი დათანხმდა, რომ სიცივეების გამო 1 თებერვლამდე არ განახორციელებდა დარტყმებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე.

















