ალაპარაკდნენ კიევის შესაძლო სარაკეტო დარტყმაზე, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ – ერმაკი

რუსეთის მუქარას, რომ თუ უკრაინის მხრიდან “დივერსიები” გაგრძელდება გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევს დაარტყამენ უკრაინა პასუხობს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან.

“საკუთარი პროვოკაციებით რუსეთი ამზადებს საფუძველს შემდგომი მუქარებისთვის. უკვე ალაპარაკდნენ კიევის შესაძლო სარაკეტო დარტყმების შესახებ. ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ და ვერცერთი რუსული სცენარი ვერ იმუშავებს.

კრემლმა უკვე დაამტკიცა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეუძლია ბრძოლა, რომელიც მას სათანადოდ ვერ უპასუხებს. ყველა დანაშაულისთვის რუსეთს მოუწევს პასუხის გება მომავალში, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე”, – ამბობს ერმაკი.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – კვოტებით, რაოდენობებით, ნომრებით, პლაკატების ფერებით ვაჭრობას არ ვაპირებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის, ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ვიზიტი
შემდეგი სტატია“გატაცებული ბავშვები რუსებმა შესაძლოა, უკანონოდ იშვილონ” – უკრაინა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს