ალან კურდის დაღუპვის საქმეზე ორ სირიელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ალან კურდის დაღუპვის საქმეზე ორ სირიელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ალან კურდის დაღუპვის საქმეზე ორ სირიელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯესთურქეთის ქალაქ ბოდრუმში ორ სირიელს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომლებიც სირიიდან ლტოლვილების ზღვით გადასვლას უწევდნენ ორგანიზებას, მათ შორის, სამი წლის ალან კურდის, რომელიც ოჯახთან ერთად ზღვაში დაიხრჩო.
დაღუპული ბავშვის შოკისმომგვრელმა ფოტოებმა როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკოსებში აღშფოთება გამოიწვია.
სირიის მოქალაქეები მუსტაფა ალაბაში და ასემ ალფრხადი ლტოლვილების არალეგალური გადაყვანის ორგანზებაში არიან ბრალდებული, მაგრამ გამართლდნენ გაუფრთხილებლობით ადამიანების დაღუპვის შესახებ წაყენებულ ბრალში.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბოდრუმში 2 სექტემბერს სამი წლის ალან კურდის გვამი იქნა ნაპოვნი, რომელიც ოჯახთან ერთად ნავით მიემართებოდა ბერძნული კუნძულისკენ. ბიჭუნას დედა და 5 წლის ძმაც მასთან ერთად დაიღუპნენ. გადარჩა მხოლოდ მამა.

banner
წინა სტატიაშიგასპარ ნოეს ფილმის „სიყვარული“ (Love) გავრცელებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაუეფას დროებითი გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორისი გახდა