12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „მთავრობის“ დათხოვნის შესახებ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „მთავრობის“ დათხოვნის შესახებ, – ინფორმაციას გაგლოევის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაგლოევმა ე.წ. პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი „თანამდებობიდან“ გაათავისუფლა და „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად ე.წ. ვიცე-პრემიერი ძამბოლატ თედეევი დაინიშნა.

გაგლოევმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტს ახალი „მთავრობის“ ფორმირებამდე თავისი მოვალეობების შესრულება დაავალა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთახმების ხელმოსაწერად მზად არის