26.2 C
Tbilisi
პარასკევი, ივნისი 12, 2026
banner

ალან გაგლოევი რუსეთს მადლობას უცხადებს – “მათ შეაჩერეს აგრესია”

თვითგამოცხადებული, კრემლის მიოერ ხელდასხმული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთს მადლიერების გრძნობით მოიხსენიებს და წერს, რომ მან ომი შეაჩერა:

“არასდროს დავივიწყებთ, რომ მთელ სამყაროში მხოლოდ რუსეთი დარჩა გადამწყვეტ მომენტში ჩვენს მხარეს. რუსი მებრძოლები, ისევე, როგორც მშვიდობისმყოფელები, მოვიდნენ დასახმარებლად, დადგნენ სულიერი, ხორციელი და ბედის გამზიარებელი ძმების დასაცავად. მათ შეაჩერეს ქართული აგრესია, გადაარჩინეს ათასობით სიცოცხლე, შეაჩერეს გენოციდის კატასტროფის გამეორება. და დღეს სამხრეთ ოსეთი დიდი რუსული სამყაროს ნაწილია, სადაც მშვიდობა ყველაზე ფასეული ღირებულებაა”, – წერს ალან გაგლოევი.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა ფონდი “მზია ამაღლობელისა და ყველა პოლიტპატიმრის” გათავისუფლებას ითხოვს
შემდეგი სტატიანიკოლას მადუროს დაპატიმრებისთვის ჯილდო 25 მილიონ დოლარამდე გაიზარდა