ალან დუნკანი: ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს ახალ მთავრობასთან და პარლამენტთან მუშაობას

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებებს ჩვენ აქტიურად უჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ალან დუნკანმა განაცხადა.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს პროგრესს, რომელსაც მან მიაღწია ვიზალიბერალიზაციის მისაღებად და ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის. ქვეყანას განზრახული აქვს, შეასრულოს ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები, რომლებიც ყველა ინსტიტუტს გააძლიერებს და ეკონომიკურად სტაბილურს გახდის. საქართველოს მზადყოფნას, გააძლიეროს უსაფრთხოება და ნატო-ს ინტეგრაციის მხრივ პროგრესს, მიესალმება ნატო-ს ყველა წევრი, მათ შორის დიიდ ბრიტანეთიც. თქვენ გაქვთ ღრმა და ფართო პარტნიორობა ნატოს-თან, რომელიც მხარდაჭერილია მნიშვნელოვანი რესურსებით, ეს გეხმარებით მდგრადობის გაძლიერებაში“,-აღნიშნა დუნკანმა.

დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საკითხების სახელმწიფო მინისტრი შეეხო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თემასაც.

„ჩვენ არ დაგვვიწყებია, რომ საქართველოს კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოუგვარებელი რჩება. რუსეთის მიუღებელი ქმედებები უკრაინაში არის საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიერ სუვერენული არჩევანის გაკეთების უფლების აშკარა უპატივცემულობის ნაწილი. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების, სტაბილურობისა დ უსაფრთხოების ფონდის საშუალებით ჩვენ მხარს ვუჭერთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია ადმინისტრაციული საზღვრებით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისკენ. მაგალითად, ჩვენ ვისურვებდით გვენახა აფახზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესება“,-განაცხადა დუნკანმა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პროგრესის გაგრძელებისკენ.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს ახალ მთავრობასთან და პარლამენტთან მუშაობას, მოვუწოდებთ ქვეყანას პროგრესის გაგრძელებისკენ, კერძოდ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხრივ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელების მხარდაჭერას კარგი მმართველობის ფონდით“,-აღნიშნა დუნკანმა.

banner
წინა სტატიაში“იმდენად დიდია ,,ოცნების” სურვილი ,რომ სესიაშვილის მოადგილედ კვიციანი აირჩიონ, ყველაფერზე მიდიან”
შემდეგი სტატიაქალი მსჯავრდებულები, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში სამი წლის შვილი ჰყავთ, უქმე დღეებში საპატიმროდან გასვლას შეძლებენ