ალან ბერსეს ბრიფინგზე მოვისმინეთ ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხები -ნიკა მელია

დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს – წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით. ნიკა მელია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პროტესტს მკაფიო მოთხოვნა აქვს – ახალი არჩევნები:

“გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი:
ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი.
დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. (რუსული კანონის შელამაზება და ა.შ)
პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა – ახალი არჩევნები” წერს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ალენ ბერსეს,ღირსეულ კაცს დავუდასტურეთ მზაობა დისკუსიისთვის
შემდეგი სტატიაევროკომისიამ ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა