9.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

ალან ბერსე: მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ შეინარჩუნონ სივრცე პოლიტიკური

მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, დაიცვან პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნონ სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის – ევროპის საბჭო ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა.

ალან ბერსე აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა პოლიტიკური პარტიის დაშლისთვის დამაჯერებელ დასაბუთებას მოითხოვს, რაც მკაცრ მოთხოვნებს ექვემდებარება და რაც საერთო ევროპული სასამართლო სივრცის ფუნდამენტური სტანდარტებია, რომელსაც საქართველო მიაკუთვნეს.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტია, რომელიც ცდილობს, მოიშოროს ძალაუფლებაზე არსებული დემოკრატიული შეზღუდვები, ასუსტებს სწორედ იმ ქვეყანას, რომლის სამსახურშიც თავად დგას.

მისივე თქმით, ევროპის საბჭო ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და გააგრძელებს საქართველოსთან დიალოგს კონვენციის დასაცავად.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი უმრავლესობის 88 პარლამენტარის განცხადების საფუძველზე განხილვას იწყებს, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ამ სასამართლო განხილვების შედეგის წინასწარი განსჯის გარეშე და სუვერენიტეტისა და სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპების სრული პატივისცემით, მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, დაიცვან პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნონ სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის.

პოლიტიკური პლურალიზმი არსებითი მნიშვნელობისაა ჯანსაღი დემოკრატიისთვის და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის, ვალდებულებების ცენტრალური ნაწილია. როგორც ადამიანის უფლებებზე ევროპული კონვენციის მხარე, საქართველოს ვალდებულება აქვს უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანად შეკრებისა ასოცირების თავისუფლება. ეს უფლებები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ორგანიზების, თავიანთი შეხედულებების გამოხატვისა და არჩევნებში შეჯიბრების უფლებას აძლევს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა პოლიტიკური პარტიის დაშლისთვის დამაჯერებელ დასაბუთებას მოითხოვს, რაც აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ მოთხოვნებს ექვემდებარება. ეს საერთო ევროპული სასამართლო სივრცის ფუნდამენტური სტანდარტებია, რომელსაც საქართველო მიაკუთვნეს.

მმართველ უმრავლესობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ პირობების დაცვაში და პოლიტიკური ოპოზიციის ლეგიტიმური როლის პატივისცემაში, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე მის გარეთ. მმართველი პარტია, რომელიც ცდილობს, მოიშოროს საკუთარ ძალაუფლებაზე არსებული დემოკრატიული შეზღუდვები, ასუსტებს სწორედ იმ ქვეყანას, რომლის სამსახურშიც თავად დგას.

ეს სასამართლო პროცესები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე და მშვიდობიანად შეკრების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვების ფონზე მიმდინარეობს. ერთად აღებულმა, ამ მოვლენებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შეკავებისა და გაწონასწორების იმ მექანიზმებს, რომლებიც არსებითი მნიშვნელობისაა საქართველოში დემოკრატიული მმართველობისთვის.

ევროპის საბჭო ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და გააგრძელებს საქართველოსთან დიალოგს კონვენციის დასაცავად და საქართველოს მხარდასაჭერად მისი ვალდებულებების შესრულებაში, პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნებაში და მისი ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში,” – განაცხადა ბერსემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის გადაღებისა და პირდაპირ ეთერში გადაცემაზე თანხმობა გასცა
შემდეგი სტატიაპარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გაშუქების უფლება საკონსტიტუციომ საზმაუს მისცა