“სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, – განაცხადა ალბოროვმა, როდესაც ამ თემაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ალბოროვის მტკიცებით, მოსკოვი და ცხინვალი კოორდინირებულ „საგარეო პოლიტიკას“ ახორციელებენ.
„როცა ჩვენ რუსეთთან ერთად მივალთ ამ აზრამდე [შეერთების შესახებ], ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა მან.