ალადაშვილის სახელობის კლინიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას გამოკითხვის პროცესი დროებით შეჩერდა

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას გამოკითხვის პროცესი დროებით შეჩერდა.

თორდიას ოჯახის წევრების და მეგობრების თქმით, პროცესის შეწყვეტის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. მათივე თქმით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა გამომძიებლებს ძირითადი ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა დღეს თორდიას გამოკითხვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ფიზიკური შეურაცხყოფა 12 მაისს მიაყენეს. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს. მისივე თქმით, მომხდარი მის საქმიანობას უკავშირდება, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას, რომელიც მთავარი პროკურატურის საქმიანობის სწორედ იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაში(video) ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერა და-ძმა სობრალებმა ერთად შეასრულეს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: თქვენ, მე მგონი, ეჭვიანობთ ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობაზე