ალადაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი, 33 წლის მამაკაცი ალადაშვილის კლინიკაში შეიყვანეს.

„სასწარაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა 33 წლის მამაკაცი. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. შემოსვლისთანავე დაფიქსირდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული შოკი. პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. აღენიშნება მრავლობითი ეკსკორაციები სახის არეში, დამწვრობა სახის და გულ-მკერდის არეში, ჭრილობები მხრის, გულ-მკერდისა და კისრის არეში. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სრულყოფილი კვლევა და კვლევის შემდეგ გადავწყვეტთ, ოპერაციული ჩარევა სჭირდება თუ არა. მამაკაცს უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია, პოლიტრავმის რეჟიმში და კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ გადავწყვეტთ ტაქტიკას“, – განაცხადა მკურნალმა ექიმმა.

თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშივაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
შემდეგი სტატიაფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულებს სხვადასხვა ტიპის ტრავმები და დამწვრობა აღენიშნებათ